Loading data...
შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი

თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.

„ცოტა უფრო ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით. იქაც მაღალი შეფასება მისცა საქართველოს. ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლა არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის სამართალდამცველების და სპეცსამსახურების ამოცანა. თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი.

მიუხედავად წინა ადმინისტრაციას გამო აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭების, ან ევროკავშირთან ურთიერთობის დაძაბვისა, ამ მიმართულებით სპეცსამსახურებს თანამშრომლობა არ შეუწყვეტიათ კოლეგებთან და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე არიან. ეს აისახება ნებისმიერ ასეთ გამოკითხვაში და კვლევაში. ასე იქნება მომავალშიც“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.