შარლ მიშელი: საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნეს მიღებული
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში. როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმაოს თავისი რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია.
საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნეს მიღებული“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
Meeting with President @Zourabichvili_S at a crucial moment for Georgia.
— Charles Michel (@CharlesMichel) October 2, 2024
As a candidate country, Georgia needs to deepen its reforms in line with our common democratic values.
Reforms, the rule of law, and democratic principles are at the core of the EU path.
A decision on… pic.twitter.com/rDSScw4iX7