შალვა პაპუაშვილმა არ გამორიცხა, რომ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლომდეც მივიდეს
BBC-ის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების სარჩელმა განხილვის რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს ჯერ თავად დიდ ბრიტანეთში, ხოლო თუ საბოლოო ჯამში, დარღვევა აღმოფხვრილი არ იქნება, „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენ ვერ გადავალთ სხვა ეტაპზე მანამ, სანამ არ ამოიწურება ის თანმიმდევრობა, რომელიც დადგენილი არის. ჯერ დაზარალებულმა უნდა მიმართოს თავად მედიას და შეზღუდული ვართ ამ მხრივ. იმ შემთხვევაში, თუ იქ არ მოხდა დარღვევის აღმოფხვრა, მივმართავთ ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს. იქაც თუ არ აღმოიფხვრა დარღვევა, შემდეგ უკვე შეგვეძლება მივმართოთ სასამართლოს, ხოლო სასამართლოშიც თუ არ აღმოიფხვრა [დარღვევა], მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.