Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე ხალხი, ვინც 7 ნოემბრის დანაშაული შექმნა, დღესაც საუბრობს, რომ უნდა შეცვივდნენ „იმედში“

ზუსტად იგივე ხალხი, ვინც 7 ნოემბრის დანაშაული შექმნა, დღესაც საუბრობს, რომ უნდა შეცვივდნენ „იმედში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 18 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბრისას.

„ქალბატონმა იუკნევიჩიანემ გუშინ რა თქვა - რომ „იმედი“ უნდა გააქრონ, ხომ? საერთო ჯამში ეს აჩენს, რომ მათი დაკვეთა იყო, რომ ნებისმიერი ოპონენტი, ვინც სააკაშვილს ჰყავდა, უნდა გაექროთ, გაეუქმებინათ, მოეცილებინათ და სადღაც რეზერვაციაში შეეყარათ. ეს იყო სინამდვილეში ის ევროპა, რომელსაც გვიშენებდა სააკაშვილის ხელით ევროპული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.