1781516345
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით
შალვა პაპუაშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში საგარეო პოლიტიკაში თბილისისა და პეკინის საერთო ღირებულებებს გაუსვა ხაზი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნების პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სურს.
„ვფიქრობ, ორივე ქვეყანას - ჩინეთსა და საქართველოს, ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით. ასე რომ, ეს საერთო ფასეულობები, რომლებიც, ამავდროულად, ჩვენი თანამშრომლობის საერთო ინტერესსაც წარმოადგენს, არის სწორედ ის, რამაც ჩინეთამდე მიგვიყვანა. მიზანი კი ორ პარლამენტს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაა“, - განაცხადა მან.