შალვა პაპუაშვილი: ვინც მისდევს ეროვნულ ინტერესებს ის იმარჯვებს და პირიქით, ის ვინც ღალატობს ეროვნულ ინტერესებს ის მარცხდება და ხდება დაქვემდებარებული
ვინც მისდევს ეროვნულ ინტერესებს ის იმარჯვებს და პირიქით, ის ვინც ღალატობს ეროვნულ ინტერესებს ის მარცხდება და ხდება დაქვემდებარებული, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც საკუთარი ეროვნული ინტერესები, სხვა ქვეყნების ინტერესებს დაუქვემდებარეს მათ აღარც მშვიდობის იმედი აქვთ, არც ეკონომიკური ზრდის ის ტემპები, რომელიც მათ ჰქონდათ, მომავალიც არ ჩანს მაინც და მაინც სახარბიელო, თუკი გავითვალისწინებთ იმ განგაშის ზარს, რომელიც უკვე შტატებისგანაც კი წამოვიდა ევროპის მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს საკანონმდებლო ორგანომ განსაკუთრებული ყურადღება ინსტიტუციური დახვეწის პროცესს მიაქცია.
„არადემოკრატიული, მათ შორის პროცედურები მოვაშორეთ ჩვენს კანონმდებლობას. მაგალითად, იყო ბევრი საკითხი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებდა ხალხის მიერ არ არჩეული, უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანებისთვის გადამწყვეტი სიტყვის მიცემას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო დღეს არის ვართ საკუთარ თავში დარწმუნებული ხალხის, საკუთარ ეკონომიკურ მიღწევებში დარწმუნებული ბიზნესის ქვეყანა.
„ჩვენ დღეს ვართ საკუთარ თავში დარწმუნებული ხალხის, საკუთარ ეკონომიკურ მიღწევებში დარწმუნებული ბიზნესის და იმ მომავლის ქვეყანა, რომელმაც შეძლო და გამოიარა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი, როდესაც ჩვენს კონტინენტზე უდიდესი ომი იმართება. იყო უდიდესი ინტერესი ჩვენი ქვეყნის ფიზიკური თუ ეკონომიკური განადგურების“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.