1766040510
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყურო, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი წერს, ეს აღარ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები არიან.
„თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს.
დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად - ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა.
ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, - წერს პაპუაშვილი.