Loading data...
შალვა პაპუაშვილი: თუ ნატოს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო, როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო

„თუ ნატოს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო. როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ღია კარის პოლიტიკა აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა ღია კარგის პოლიტიკა და როგორც ჩანს, იყო ცრუ იმედების მიცემა მთელი ხალხებისთვის. ბორის ჯონსონის ბოლო განცხადების, როდესაც ის საუბრობს, რომ არც არავინ გეგმავდა ოდესმე უკრაინის მიღებას ნატოშიო, მათ შორის ზელენსკიმაც თქვა, რომ ბაიდენმაც უთხრა მსგავსი, რომ არავინ აპირებდა უკრაინის ნატოში მიღებას, განსაკუთრებით მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა.

როგორც ჩანს, სინამდვილეში არც არავინ აპირებდა არც უკრაინის და არც საქართველოს მიღებას ნატოში. ჩვენ ნატოს გავყევით ყველგან, სადაც არ მოგვეთხოვებოდა ყოფნა, მაგრამ გვინდოდა გვეჩვენებინა ნატოსთვის და მისი წევრებისთვის, რომ როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა ნატოს წევრობა, ამას ვგულისხმობთ კიდეც. ჩვენ ეს ვაჩვენეთ ერაყში, ავღანეთში, სადაც ნატოს წევრებთან შედარებითაც კი ვიყავით სამეულში კონტინგენტის რაოდენობით და დიდი ფასი გადავიხადეთ.

ამის საპირწონედ გვესმოდა მუდმივი საბაბები, რატომ არ გვიღებდნენ ნატოში მაშინ, როდესაც საქართველო ყველანაირად აკმაყოფილებდა ნატოს წევრობის კრიტერიუმებს როგორც სამხედრო თავსებადობით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, აბსოლუტურად ყველაფრით. თუ ნატოს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო. როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.