შალვა პაპუაშვილი: ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, არამედ - დამნაშავეები, ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ის ვერ აცნობიერებს კანონის უზენაესობას
ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები და ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ის ვერ აცნობიერებს კანონის უზენაესობას, როგორც ღირებულებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირს სერიოზულად თუ აღიქვამს, უნდა შეწყდეს ოპოზიციონერების, ჟურნალისტების დაკავება, გატარდეს რეფორმები და შემდეგ შეიძლება საუბრის დაწყება.
„ევროკომისარი ასეთი დაბალი ღირებულებებით როდესაც საუბრობს და ადამიანებს გამოარჩევს პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილებით, ეს აჩვენებს, რომ ან არ ესმის მას, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა, ან ესმის და მანიპულირებს, ანუ უნდა ზემოქმედება კანონის უზენაესობაზე; ერთიც და მეორეც არის კატასტროფული. ამიტომ, ესეც ერთ-ერთი შედეგია, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ერთ-ერთი მტკიცებულებაა ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლისა, რომელიც დღევანდელი განცხადებებით უკვე აშკარაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.