შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და მოლდოვას შორის ერთადერთი სხვაობაა - მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს
ის, რაც დღეს მოლდოვას ეკონომიკურად სჭირს, ეს არის მათ შორის ბრიუსელის ბრალეულობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წელს მოლდოვას ჰქონდა საქართველოზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 2022 წელს ჰქონდათ მინუს 5% და ამის შემდეგ ნულის გარეშე ტრიალებენ.
„2021 წელს, საქართველოს უსწრებდა ეკონომიკური ზრდის ტემპით და ამის შემდეგ საქართველომ შეინარჩუნა 10, 9, 8%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო მოლდოვა ნულის გარშემო ტრიალებს.
საქართველოსა და მოლდოვას შორის ერთადერთი სხვაობაა - მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს და საქართველომ არ დაუჯერა ბრიუსელს იმ ყურში ჩაჩურჩულებებში, რომ საქართველო, საკუთარი ხალხის დაზიანებების ხარჯზე ჩაბმულიყო რუსეთის მიმართ ცეცხლის რკალის შექმნის ორმხრივი სანქციების დაწესების პროცესში“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.