Loading data...
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს როლი იზრდება, ამის დასტურია ეკონომიკური ტემპი, რითაც მთელ რეგიონში რეკორდსმენი ვართ, ქვეყნის შიგნით ზოგიერთები სწორედ ამას ებრძვიან

საქართველოს როლი იწევს და არა გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, არამედ იმ პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, რომ შენარჩუნებული იყოს უსაფრთხოება დერეფანში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტსა და იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოს როლი ენერგოუსაფრთხოებაში.

„საქართველოს როლი იწევს და ამის კარგი დასტურია ის ეკონომიკური ტემპი, რითაც მთელ რეგიონში რეკორდსმენი ვართ. ამ როლის ზრდას შედეგებიც აჩვენებს. ქვეყნის შიგნით ზოგიერთები სწორედ ამას ებრძვიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.