Loading data...
შალვა პაპუაშვილი: რასაც დღეს ბრიუსელის პოლიტიკაში ვხედავთ ამას აქვს ორი ახსნა - ან არის არაპროფესიონალიზმი ან - მავნებლობა

როგორც არასრულწლოვანი, გამოუცდელი ბავშვი დღეს ასე იქცევა ბრიუსელი. ხელებს იქნევს და მისი ქცევები არასერიოზულია. იმედი მაქვს, ბრიუსელის პოლიტიკა დასერიოზულდება და დაფიქრდებიან რას აკეთებენ და დემოკრატიას პატივს სცემენ, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„რასაც დღეს ბრიუსელის პოლიტიკაში ვხედავთ ამას აქვს ორი ახსნა - ან არის არაპროფესიონალიზმი ან - მავნებლობა. რა თქმა უნდა, არცერთი კარგი არ არის, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არის არაპროფესიონალიზმი და რამენაირად იქნებ გამოსწორდეს. ან თუ არის მავნებლობა, დარწმუნდებიან, რომ სხვა ქვეყნებში მარიონეტებით ჩანაცვლება ვერ მოხდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.