შალვა პაპუაშვილი PACE-ს ჯგუფის განცხადებაზე: ერთის მხრივ, ჩვენ ვნახეთ PACE-ს ამ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს და ამით ლახავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ახლა ვითომ რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესებზე ზრუნავენ, ეს არის სწორედ ფარისევლობა
„მათ ჩვენ კი არ ვაინტერესებთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამო კი არ ზრუნავენ, ისინი ჩვენს თემას იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი ანგარიშები გაასწორონ რუსეთთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას PACE-ს „სოციალისტების დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფის“ განცხადების შესახებ, რომ საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ანექსიური პოლიტიკა საქართველოს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.
„ერთ-ერთ კონფერენციაზე - ან კომისარი კოსი იყო, ან რომელიღაც კომისარი, მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მთავარი საკითხი არის რუსეთი. ამ შემთხვევაში ამ განცხადების მოტივატორი არის საკუთარი ანგარიში, რომელიც აქვთ რუსეთთან.
როდესაც ერთის მხრივ, ჩვენ ვნახეთ PACE-ს ამ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს და ამით ლახავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ახლა ვითომ რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესებზე ზრუნავენ, ეს არის სწორედ ფარისევლობა.
მათ ჩვენ კი არ ვაინტერესებთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამო კი არ ზრუნავენ, ისინი ჩვენს თემას იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი ანგარიშები გაასწორონ რუსეთთან, როგორც ზოგიერთი ძალები უკრაინის მიღმა უკრაინას იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი ანგარიშები გაასწორონ რუსეთთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.