შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მიდიან ბრიუსელში და იქ ეძებენ პარტნიორებს და ვერ ხვდებიან, რომ მათი პარტნიორი უნდა იყოს ქართველი ხალხი, ხალხის გარეშე არ არსებობს რაიმე პოლიტიკური წარმატება გქონდეს. ამიტომაც დარჩნენ „პუფებად“
„მიდიან ბრიუსელში და იქ ეძებენ პარტნიორებს და ვერ ხვდებიან, რომ მათი პარტნიორი უნდა იყოს ქართველი ხალხი. ხალხის გარეშე არ არსებობს რაიმე პოლიტიკური წარმატება გქონდეს. ამიტომაც დარჩნენ „პუფებად“, - გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციაში გაერთიანებულ ადამიანებს არ გააჩნიათ ღირებულებები, რის გარშემოც გაერთიანდებიან ამიტომ დაემსგავსნენ ერთგვარ სექტას.
„ნულს, რომ ნული მიუმატო მაინც ნული იქნება. მათი პრობლემა არა შეკრებასა და გაერთიანებაშია, მათი პრობლემა არის ცალკეულის ღირებულებაში იმ მხრივ, რომ არ დგანან არანაირ ღირებულებაზე. რომ შეხედოთ, რა არის მათი ურთიერთობის დინამიკა. გინახავთ ადამიანებთან კომუნიკაცია? არის რაღაც მიგრაციული აქციები, მიგრაციული პროტესტი ფილარმონია- პარლამენტის შენობა. რიტუალია ფაქტობრივად. გარკვეულ სექტად ჩამოყალიბდა ეს ხალხი, რომელსაც რიტუალი აქვს ყოველდღიური. ამ რიტუალს ასრულებენ, საკუთარი წინამძღვარიც ჰყავთ იქ და ეს არის ჩაკეტილი სექტური აზროვნება, რომელიც მათ აქვთ. პარალელურ სამყაროში არიან აბსოლუტურად. ერთადერთი კომუნიკაცია, რომელიც მათ აქვთ, ეს არის კომუნიკაცია გარეთ. ჩადიან არა ქუთაისში, ხაშურში, სიღნაღში, მიდიან ბრიუსელში, ჩადიან ვილნიუსში და იქ ეძებენ პარტნიორებს და ვერ ხვდებიან, რომ მათი პარტნიორი უნდა იყოს ქართველი ხალხი. ხალხის წინააღმდეგ, ხალხის გარეშე არ არსებობს რაიმე პოლიტიკური წარმატება გქონდეს და ამიტომ არის, რომ ის პუფის სტრატეგია, რომელიც მათ აქვთ არჩეული მუდმივი უარი ყველაფერზე და ბოლოს პუფებად ყველგან ყოფნა ამის შედეგია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.