Loading data...
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა.

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს რუმან ქურთულმუშს შეხვდება.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და საქართველოს პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ჭყონია არიან.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში 18 ივნისს დასრულდება.