Loading data...
შალვა პაპუაშვილი: მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან“, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა

„ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ იმ ფაქტს, რომ გადაცემაში ოპოზიციურადა განწყობილი რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი არ მივიდა.

მისი თქმით, მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან“, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა.

„ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანების, რომლებსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ მართალი სიტყვის. მთავარი, რასაც „ქართულ ოცნებასთან“, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით უფრთხიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა. არ არსებობს საკითხი, რომელზეც გვისაუბრია და შემდეგ ხან ერთი კვირა სჭირდება, ხან ერთი თვე, ხან შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა რწმუნდება, რომ ეს არის სიმართლე, რაზეც ვსაუბრობდით. ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც თავს ახვევს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოსმენა და დასვას იმ ნარატივზე, რომელზეც სურთ, რომ დასხდნენ. ესეც [დებატებზე არდასწრება[ ერთი კარგი მხილება და ლუსტრაციაა, თუ სინამდვილეში რამდენად დემოკრატიულები არიან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.