Loading data...
შალვა პაპუაშვილი: მიზანია, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა - ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი

„გავარკვიეთ, თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ეტყობა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიტანეთის სანქციები არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმაა თავისუფალ მედიაზე, ეს კი გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც საგარეო უწყებაში მისულმა ელჩმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ერთადერთია - ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა.

„რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები და ვფიქრობ, დასტურდება, რომ ელჩია, ვინც შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე, რაც რა თქმა უნდა თავისთავად არის ძალიან მძიმე. გუშინ, ტრიალებდა მისი ერთ-ერთი ვიდეო - ადამიანი დამტვრეული ქართულით გვეფიცებოდა, რომ თავისუფალ მედიის მხარდამჭერები არიან და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ვიდეო ალბათ ჩაწერა, შემდეგ გავიდა თავის კაბინეტში და დაიწყო საბაბების შეკერვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის.

გუშინ ის დაიბარეს საქართველოს საგარეო უწყებაში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. აქ უნდა დავფიქრდეთ ჩვენი იმაზე, თუ რა არის მიზანი საბოლოო და საბოლოო მიზანი არის სწორედ მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა, გასუფთავება ველის მათივე პროპაგანდისტებისთვის.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობ და დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“; შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას“ მეპატრონე კეზერაშვილი. სხვათა შორის, ბრიტანეთი გვერდს უვლის ქართულ სანქციებს - კეზერაშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა და ბრიტანეთი არღვევს ქართულ სანქციებს, არ გადმოგცემს კეზერაშვილს და ამით გვერდს უვლის, საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სანქციებს. შესაბამისად, ჩემი აზრით ეს არის სწორედ მიზანი, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ჩაახშონ მართალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და გზა გაასუფთაონ საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომელსაც სხვადასხვა შავი სქემებით დღეს ევროპიდან აფინანსებენ. ჩვენ არ ვართ პირველები ვინც ამას ვხედავთ; ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ქმნის სპეციალურ ინსტრუმენტს ევროპაში ცენზურით დაზიანებული მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიიღონ სრული ინფორმაცია და მათ შორის ეს ეხება ბრიტანეთსაც. დასკვნა ერთია: ის ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი და ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და ასე უნდა შევხედოთ ბრიტანეთს, მის ელჩს და მისი ელჩის საქმიანობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.