Loading data...
შალვა პაპუაშვილი: მათი ნება რომ იყოს, გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა „ენჯეო“ ოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე

მათი ნება რომ იყოს, გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა „ენჯეო“ ოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე, მათთვის მილიონ ასი ათასი ამომრჩეველი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა, არავინ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ სტუმრობისას.

შალვა პაპუაშვილიც განცხადებით, პროცესები აჩვენებს, რომ ადგილი აქვს ქართველი ხალხის დაკომპლექსების მცდელობას.

„მათთვის მილიონ ასი ათასი ამომრჩეველი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა, არავინ არის, არაფერი არ არის და მხოლოდ მათი დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან ყველაფერი და ამას გვეუბნება დღეს, მათ შორის, ევროკომისარი გაფართოების საკითხში, რომლისთვისაც არჩევნები სულერთია, რომლისთვისაც ის მილიონ ასი ათასი ადამიანი არ არსებობს. მათი ნება რომ იყოს, გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა „ენჯეო“ ოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.