Loading data...
შალვა პაპუაშვილი: მანდატებს თვითონვე აუქმებენ, გახარიამ და მისმა თერთმეტმა მიმდევარმა პარლამენტის შატალოთი თავის თავს გამოუტანეს ეს გადაწყვეტილება

გახარიამ და მისმა 11-მა მიმდევარმა პარლამენტის შატალოთი თავის თავს გამოუტანეს ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მანდატების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რიგგარეშე სესიის ფარგლებში „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

„თავის მანდატებს თვითონვე აუქმებენ. როგორც ხაზარაძემ და სხვებმა თავისი თავი თვითონ დაიჭირეს იმით, რომ არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე და ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა, ასევე, გახარიამ და მისმა 11-მა მიმდევარმა პარლამენტის შატალოთი თავის თავს გამოუტანეს ეს გადაწყვეტილება და დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია, რომ შეწყდება და რა თქმა უნდა, რიგგარეშე სესიის ფარგლებში ამას განვიხილავთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.