1758701765
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლევან ხაბეიშვილზე: სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ქრთამის შეპირება არის დანაშაული. შეგახსენებთ, რომ ის მოუწოდებდა ფულის სანაცვლოდ კანონის დარღვევისკენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს

„სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ქრთამის შეპირება არის დანაშაული. შეგახსენებთ, რომ ის მოუწოდებდა ფულის სანაცვლოდ კანონის დარღვევისკენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას.
„ხაბეიშვილთან მიმართებით ეს არ იყო საპროგრამო ნაწილი, ეს იყო ქრთამის დაპირება კანონის დარღვევის სანაცვლოდ, პირდაპირ გაცხადებული სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების მიმართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.