შალვა პაპუაშვილი: ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად, ასე მიატოვეს სააკაშვილიც, ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები, აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა შეწყალებაზე პრეზიდენტს და არის კიდევ მიმართვები, რამდენადაც ვიცი
„ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმართვები რამდენადაც ვიცი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ერთადერთი, მათზე მზრუნველი არის საქართველოს სახელმწიფო და არა - ბრიუსელი, ან რომელიმე ელჩი, რომლებმაც უარეს დღეში ჩააგდეს საკუთარი ქცევით და სასამართლო პროცესებზე დემონსტრაციული მინიშნებებით, რომ მაგრად დამდგარიყვნენ.
„2024-25 წლებში, ფაქტობრივად ერთი წლის ფარგლებში იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორი მცდელობა. ეს იყო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტზე შტურმის მცდელობა და 2025 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობა. ყველას გვახსოვს მაშინ მაშხალებით თავდასხმა პოლიციელებზე. 150 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის მძიმედ დაშავებულებიც არიან. ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა ცალ თვალში. ამ ყველაფრის შედეგად, ჯამში 120 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში ხელისუფლების ამ ორი ძალადობრივი დამხობის მცდელობის პროცესში.
აქედან 45-მა ადამიანმა დანაშაული აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა. ვინმე თუ ატყუებს მათ, ვინც ჯერ კიდევ პატიმრობაშია, ან სხვა აქტივისტებს, არ ვიცი, მაგრამ არავინ მათ არაძალადობრივ ხასიათზე აღარ საუბრობს უცხოეთიდან.
ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმართვები რამდენადაც ვიცი. ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად. ასე მიატოვეს სააკაშვილიც. 2-3 წელი ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი - ელჩი იქნებოდა, თუ ევროკავშირი, პროტესტებით გამოდიოდნენ და ხედავთ რა დღეშიცაა დღეს.
ყველას მოვუწოდებ, ენდონ საქართველოს სახელმწიფოს. ერთადერთი, მათზე მზრუნველი არის საქართველოს სახელმწიფო და არა - ბრიუსელი, ან რომელიმე ელჩი, რომლებმაც უარეს დღეში ჩააგდეს საკუთარი ქცევით და სასამართლო პროცესებზე დემონსტრაციული მინიშნებებით, რომ მაგრად დამდგარიყვნენ და არ ეღიარებინა მაგალითად მზია ამაღლობელს ის, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, რომ იძალადა პოლიციელზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.