შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ „არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, საქართველოში კი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას

„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.
„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“, „ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში“, „ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება. ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე“, – აცხადებს პაპუაშვილი.