Loading data...
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე, კრიტიკული აღარ ჰქვია ამას

„გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე, კრიტიკული აღარ ჰქვია ამას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, საქართველოში ევროკავშირის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრა და გაიხსენა ამ თემაზე ევროკავშირის ელჩთან საუბარი.

„2023 წელს, სანამ გამჭვირვალობის კანონს დავაინიციირებდით, წერილიც კი მივწერე ევროკავშირის ელჩს და ვთხოვე, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ - იმ ფონდის, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ გვიფინანსებდა, დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

მომწერა, ვერ გავასაჯაროებთო, თუმცა პირად საუბარში მითხრა, რომ ნახა, რას აფინანსებდა ეს ფონდი და დამეთანხმა, რომ ეს პოლიტიკური ფული იყო. რომ ვუთხარი, მეც მაჩვენე მეთქი, არაო, არ მაჩვენა - ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს დამიმალა, რას აფინანსებს ევროკავშირი საქართველოში, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკრაინაში დაწყებულ ომს მოჰყვა, როდესაც საქართველომ „უარი თქვა ესკალაციაზე, სანქციებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც აზიანებს საქართველოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.