შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს წერილზე: ვერ ვხდები ამათგან რომელი - ქართველების ისტორია, კულტურა, განათლება, ადათი, წესი, თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის საელჩოს მიერ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილს სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ ეხმიანება.
„ევროკავშირის საელჩომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძეს მიწერა, რომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვს და ახლა ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ეს წერილი მსჯავრდებულ ცეცხლაძის მხარდაჭერას არ ნიშნავს და ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, თუკი მათ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის აქტუალური საკითხები აინტერესებთ.
ვერ ვხდები მაინც ამათგან რომელი - ქართველების ისტორია, ქართველების კულტურა, ქართველების განათლება, ადათი, წესი, თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?”, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.