Loading data...
შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს

ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.

მისი თქმით, კარგი მაგალითია, თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.

„ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს და საბოლოო ჯამში, არის კარგი მაგალითი, თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.