Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ე.წ. ენჯეო სისტემა, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დასავლეთმა თავს მოახვია

„21-ე საუკუნის ყველაზე დიდი აფერა არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან, ამავე დროს, უცხო მთავრობების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება.

„ასე რომ, სწორედ ეს აფერა ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ და სწორედ ამიტომ ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მანკიერი სისტემისა. მე სხვა დროსაც ვთქვი და გავიმეორებ - ე.წ. ენჯეო სისტემა, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა თავს მოახვია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიების წინააღმდეგ გააკეთა დასავლეთმა, ეს არის სწორედ „ენჯეო“ სისტემა. ჩვეულებრივად, საკუთარი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები ჩასვეს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ. ჩართული იყვნენ კანონშემოქმედებაში, ჩართული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, მედიის საქმიანობაში, ყველგან არის უცხო ქვეყნის ხელისუფლებების საცეცები ჩანერგილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.