შალვა პაპუაშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები გასაკვირი არ არის, რა ვქნათ, ვიცით, გავიგეთ

ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილება საინფორმაციო ხმაურია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებასთან დაკავშირებით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ესტონეთში სურთ, ორი თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას კვირაგამოშვებით საკვები მისცენ.
„საინფორმაციო ხმაურია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, გადაწყვეტილებას, რომელიც ორი თვის წინ იქნა მიღებული, კვირაგამოშვებით მისცეს საკვები თავისი თანამონაწილეობით. გახსოვთ, ის მონაწილეობდა „ენჯეოსთან“ და რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ანტიქართულ აქციაში. ახლა მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის. რა ვქნათ, ვიცით, გავიგეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.