შალვა პაპუაშვილი: ერთი რამე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მოვიდნენ, ვიცი, რომ მათ ზოგიერთი დიპლომატი და უცხოელი პოლიტიკოსი აძლევს იმედებს, რომ თუ წავლენ კანონის წინააღმდეგ, მათ შემდეგ გადაეფარებიან და დაიცავენ, არ ჰქონდეთ არავის იმედი

ერთი რამე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მოვიდნენ, ვიცი, რომ მათ ზოგიერთი დიპლომატი და უცხოელი პოლიტიკოსი აძლევს იმედებს, რომ თუ წავლენ კანონის წინააღმდეგ, მათ შემდეგ გადაეფარებიან და დაიცავენ. არ ჰქონდეთ არავის იმედი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორ გამოეხმაურება იმ ფაქტს, რომ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხვაზე იბარებენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანს, რათა განმარტება მოსთხოვონ, რატომ დაიბარა ისინი კომისიაში.
„ამის ახსნის ვალდებულება არავის აქვს. საგამოძიებო კომისია მოქმედებს პარლამენტის მანდატით და ყველამ ნება უნდა იბოძოს და მოვიდეს კომისიის სხდომაზე. ერთი რამე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მოვიდნენ, ვიცი, რომ მათ ზოგიერთი დიპლომატი და უცხოელი პოლიტიკოსი აძლევს იმედებს, რომ თუ წავლენ კონსტიტუციის, კანონის წინააღმდეგ, მათ შემდეგ გადაეფარებიან და დაიცავენ. არ ჰქონდეთ არავის იმედი. იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას. მათ ჰქონდათ არჩევანი, წასულიყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუ წასულიყვნენ რომელიღაც დიპლომატების წინააღმდეგ. მათ არჩევანი გააკეთეს, რომ წასულიყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და პასუხსაც მიიღებენ შესაბამისს ქართველი ხალხისგან არჩევნებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისადაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.