შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუკი ვინმეს კანონის უზენაესობა, დემოკრატია აინტერესებს, არის თავად ელენე ხოშტარია, რომელიც დაკავებულია ექსტრემიზმით

ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუკი ვინმეს კანონის უზენაესობა, დემოკრატია აინტერესებს, გახლავთ თავად ელენე ხოშტარია, რომელიც ექსტრემიზმით არის დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქართული სახელმწიფო ამ სანქციებზე ზრუნავს.
„იცით, რომ მის მიმართ არაერთი ადმინისტრაციული წარმოება იყო ასეთი ექსტრემისტული ქმედებების გამო და გუშინწინ იყო, თუ არ ვცდები, ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. შესაბამისად, ეს არის სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება“.