შალვა პაპუაშვილი: ეპშტეინის სკანდალის გამო ვხედავთ სხვადასხვა პირის ერთი მეორის მიყოლებით გადადგომას, ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს
ეპშტეინის სკანდალის გამო ვხედავთ სხვადასხვა პირის ერთი მეორის მიყოლებით გადადგომას, ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უფსკრული, არამედ ეს არის ადამიანური უფსკრული.
„იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ეპშტეინის და მის კუნძულთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მჟღავნდება, ვხედავთ ერთი მეორის მიყოლებით გადადგომებს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის, დიპლომატების როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში. ამის ფონზე როდესაც გვესმის კრიტიკა ადამიანებისგან, რომლებიც ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი არიან, რა თქმა უნდა, ერთადერთი პასუხი, რაც ჩნდება არის ის, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს.
ძალიან მძიმეა, რასაც ვუყურებთ, ის, რაც ცხადდება ახლა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა ჩართული იყო. ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც თურმე მთელი პოლიტიკური ელიტის დიდი თუ მნიშვნელოვანი ნაწილი, მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჩართული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.