1760603649
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი EPDE-ს განცხადებაზე: როცა სიყალბეზე საუბრობს ორგანიზაცია, რომლის წევრიც პარალელური დათვლის გამყალბებელია, ეს უკვეა თავის თავში წინააღმდეგობა და ცინიზმი

როცა სიყალბეზე საუბრობს ორგანიზაცია, რომლის წევრიც პარალელური დათვლის გამყალბებელია, ეს უკვეა თავის თავში წინააღმდეგობა და ცინიზმი, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ორგანიზაციის „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) განცხადებას, სადაც ISFED-ის ყოფილი თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძეა დასაქმებული.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის „ჩვეულებრივი „ენჯეო“, რომლის დამფუძნებელი და წევრი ISFED-ია.
„თაღლითი ორგანიზაცია რომ გეყოლება წევრად და თაღლითი თანამშრომლად, რომელმაც პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, იმისთვის, რომ ქვეყანა გადაეტრიალებინა, მათ სიტყვას ფასი, რა თქმა უნდა, არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.