Loading data...
შალვა პაპუაშვილი: დღეს სამწუხაროდ, ასე უყურებს ბრიუსელი, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც სხედან მაგიდასთან, ასე უყურებენ ამას ის უსამშობლო საქართველოს მოქალაქეები, რომლების მიზანიც არის, რომ როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა დავაკვირდეთ ჩვენ

„ასე უყურებენ საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგარზე უნდა მიართვან ევროკავშირის თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს და ეს არ არის წამოცდენა, ეს არის გამონათქვამი, რომ თუ არ ზიხარ მაგიდასთან, ე.ი ხარ მენიუში, რაც გულისხმობს, რომ თუ არ ხარ თანასწორი და არ ხარ გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის, ესე იგი შენზე სხვები მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 

შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას დიპლომატ გია ჯაფარიძის განცხადების შესახებ, რომ „ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“.

„ამ წამოცდენით მან, ასევე, გაიმეორა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდი ვისმენთ ბრიუსელის ზოგიერთი კომისრის, მათ შორის, კომისარ კოსის მხრიდან - კანდიდატ ქვეყნებს უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ხალხს და უკრძალავენ MAGA-სთან ანუ ტრამპის იდეოლოგიურ საყრდენთან ურთიერთობას მაშინ, როდესაც თავად ურთიერთობენ. ანუ ჰგონიათ, რომ თავად არიან ჩვენი მეურვეები და ჩვენ არ გვყოფნის მოწიფულობა იმისთვის, რომ ჩვენ განვსაზღვროთ, ვისთან გვქონდეს ურთიერთობა. ასევე გაცხადებულია იდეა, რომ ახალი წევრების მიღების შემთხვევაშიც, ისინი იყვნენ მეორე კლასის წევრები, რომლებსაც ექნებათ ნაკლები უფლებები, ვეტოს უფლება არ ექნებათ და ასე შემდეგ, ანუ იქნებიან მენიუში.

დღეს სამწუხაროდ, ასე უყურებს ბრიუსელი, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც სხედან მაგიდასთან. ასე უყურებს ის უსამშობლო საქართველოს მოქალაქეები, რომლების მიზანიც არის, რომ როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა დავაკვირდეთ ჩვენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.