1793684692
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ქალაქ ბიშკეკში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული დელეგაცია ყირგიზეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავენ.