Loading data...
შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, სულ უფრო ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები, რათა, როგორც პრემიერმა თქვა, 4 ოქტომბრის არჩევნებზე მოიხსნას ყველა რეკორდი

„დარწმუნებული ვარ, სულ უფრო ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები, რათა, როგორც პრემიერმა თქვა, 4 ოქტომბრის არჩევნებზე მოიხსნას ყველა რეკორდი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კახა კალაძის ცენტრალური საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა.

პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა შეკრებილებს და კახა კალაძეს წარმატება უსურვა.

„მიხარია, რომ მართლაც ყველა გულშემატკივარი, რომელიც აქ შეიკრიბა ერთი ენერგიით ვართ გაერთიანებული. ენერგიით, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის წინ წაყვანას, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, ჩვენი ქალაქების, სოფლების გალამაზებასა, რათა თითოეულ მოქალაქე გრძნობდეს იმ სიკეთეს, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება ჰქვია. ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე, გადამწყვეტ ფაზაში შედის საარჩევნო კამპანია.

დარწმუნებული ვარ, სულ უფრო ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები, რათა, როგორც პრემიერმა თქვა, მოიხსნას ყველა რეკორდი, ყველა გამოვიდეს საარჩევნო უბანზე. კიდევ ერთხელ, ამ განვლილი წლებით, იმ ბრძოლით, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, გახსნას საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასვლის კვანძი, იმ მხარდაჭერით, რომელსაც დააფიქსირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ აქ ყოფნისთვის. მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად გავხსნათ საარჩევნო შტაბი. წარმატებები კახის, წარმატებები ჩვენს გუნდს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.