შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მოლოდინი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში პირველ ტურში გავიმარჯვებთ და უმრავლესობას დავაკომპლექტებთ საკრებულოებში

ჯერ ველოდებით და არაფერს აღვნიშნავთ, როცა რამეს აღვნიშნავთ, შეგატყობინებთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
„წინასწარი გეგმები, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო დღე. დაველოდოთ არჩევნების შედეგებს და ჩვენი მოლოდინი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში პირველ ტურში გავიმარჯვებთ და უმრავლესობას დავაკომპლექტებთ საკრებულოებში. ასე რომ, ჯერ ველოდებით და არაფერს აღვნიშნავთ, როცა რამეს აღვნიშნავთ, შეგატყობინებთ“, - აღნიშნა მან.
ჟურნალისტის კითხვას - „ამტკიცებთ, რომ საქართველოს უმრავლესობა არის თქვენი პოლიტიკის მხარდამჭერი, ეს თუ ასეა, რატომ არ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აღნიშნოთ გამარჯვება?“ - პაპუაშვილმა ასე უპასუხა:
„თქვენ, მე მგონი, ვერ ხვდებით, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გამარჯვების აღნიშვნის ასეთი ცენტრი იქნება 64, სადაც არჩევნები მიდის. ეს არ არის ერთიანი არჩევნები და არ ვართ მარტო თბილისში. თქვენ ნამდვილად არ შეგითანხმებთ, სად და როგორ აღვნიშნავთ, არ შევუთანხმებთ ხაზარაძეს და რადიკალებს არაფერს“.