Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „ისევ თავდასხმას რომ ახორციელებთ, დიალოგისთვის სივრცეს იტოვებთ?“

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი სწორედ და ბატონი ელჩი თავად, მოითხოვს საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს, ანუ შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან.

„დღეს იმიტომ ისმენთ ასე, რომ გუშინ თავს დაგვესხა ევროკავშირის ელჩი თავის დოკუმენტიანად და განცხადებებით. ასე, რომ ჩვენ თავს ვიცავთ და ჩვენ ვიცავთ ქართველ ხალხს. ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. იცით რატომ? - იმიტომ, რომ ევროკავშირი სწორედ და ბატონი ელჩი თავად, მოითხოვს საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს. ანუ, შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან. ესკალაციებს რა შეიძლება მოჰყვეს, გადახედეთ თქვენივე ქვეყნის უკანასკნელი ათწლეულების ისტორიას და მგონი მიხვდებით. ჰკითხეთ ბატონ ელჩს, ითხოვს თუ არა რომ სანქციები დავუწესოთ. რომ გიპასუხებთ კი, მერე კრიტიკულ კითხვებს თუ დაუსვათ, პასუხისმგებლობას იღებს თუ არა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მას რომ დავუჯეროთ. ამ პასუხების შედეგია, რომ დღეს თქვენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობთ, დღეს თქვენ ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელიც ეკონომიკური ზრდის მხრივ ლიდერია ევროკავშირის წევრებს შორის, ევროკავშირის კანდიდატ წევრებს შორის და ა.შ.“, - აღნიშნა მან.