Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ელჩი თბილისში ფაქტობრივად ცენზორად და კომენდანტად დაგვინიშნეს

ბრიტანეთის ელჩი თბილისში ფაქტობრივად ცენზორად და კომენდანტად დაგვინიშნეს, შეგიძლიათ, ჰკითხოთ, ვის რა ევალება, როგორც ვხვდები, ის არის დანიშნული აქ კომენდანტად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთი საქართველოს ვერ დაეხმარება, თუ ქვეყანა რუსეთთან ესკალაციამდე მივა.

„ჩვენ თბილისში ფაქტობრივად ცენზორი გვყავს ბრიტანეთის ელჩის სახით დანიშნული, რომელსაც უნდა ჰკითხოთ ახლა, რას ნიშნავს მათთვის ეს გადაწყვეტილება. მათი ზომებია, წესებია და აღმოჩნდა, რომ თურმე ბრიტანეთის ელჩი აქ ცენზორად ყოფილა დანიშნული. იმ განცხადების გამო, რაც მას წამოსცდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილას, დავიბარებდი. დადის და ითხოვს რუსეთთან ესკალაციაში შესვლას.

სამარცხვინოა. თუ ეს ყველაფერი ესკალაციამდე რომ მივა, აქ ბრიტანელი ჯარისკაცები დადგებიან? როგორც 1920 წელს გავიდნენ საქართველოდან და შეგვატოვეს რუსეთის მეთერთმეტე არმიას, ასევე კაციშვილი ყურადღებას არ მიაქცევს ახლა საქართველოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.