Loading data...
შალამბერიძე ნიკა ნარსიაზე: პოლიტიკოსების მოვალეობაა, უბრალოდ, შევაფასოთ საკითხი, რაც შეეხება შენდობას, მათ შენდობა შესთხოვონ უფალს და ქართველ ერს

„პოლიტიკოსების მოვალეობაა, უბრალოდ, შევაფასოთ საკითხი, ხოლო რაც შეეხება შენდობას, მათ შენდობა შესთხოვონ უფალს და ქართველ ერს“, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერის ნიკა ნარსიას განცხადებას.

„ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის უდიდესი ცოდვაა. ჩვენი, ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსების მოვალეობაა, უბრალოდ, შევაფასოთ ეს საკითხი, ხოლო რაც შეეხება შენდობას, მათ შენდობა შესთხოვონ უფალს და ქართველ ერს“, - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.