1781585106
პოლიტიკა
სერბეთის პრეზიდენტი: მჯერა, რომ სერბეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.
ვუჩიჩმა ოფიციალური შეხვედრების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა უფრო გაღრმავდება, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობები გაცილებით მაღალ ნიშნულზე ავა, ვიდრე ეს აქამდე იყო,
„მჯერა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრობისა და ძმობის გაფრთხილებას და რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის“, - წერს ვუჩიჩი.
Верујем да ћемо увек имати пажњу и љубав грузијског народа, баш као што они имају нашу. Верујем да ћемо наше пријатељство, братство наставити да баштинимо и да ће наши економски односи бити на много вишем нивоу него што су данас. pic.twitter.com/oTB09NK8fb
— Александар Вучић (@avucic) June 15, 2026