საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიაში სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაში მომხდარი აფეთქების გამო, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა, მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმად დამწუხრებული ვარ ახალი წლის ღამეს კრან-მონტანაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, ასევე, ყველა დაშავებულს. ჩვენი ფიქრები და სოლიდარობა შვეიცარიელ ხალხს“, - დაწერა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, ახალი წლის ღამეს კრან-მონტანას კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 40 და დაშავდა 115 ადამიანი. შვეიცარიაში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
I am deeply saddened by the tragic explosion on New Year’s night in #CransMontana. My heartfelt condolences go to the families who have lost loved ones and to all affected. Our thoughts and solidarity are with the people of Switzerland @ignaziocassis
— Maka Botchorishvili (@MakaB__) January 2, 2026