1745592052
პოლიტიკა
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებად ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი დაინიშნნენ

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას კი ზაზა კვიციანი დაიკავებს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად ორი სამინისტრო - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია კახა გულედანმა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა რევაზ სოხაძემ დაიკავა.