საქართველოს პრეზიდენტს 6 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის: ისლანდიის, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოს, პანამის რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიიღეს.