1787841497
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.