1781505536
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის პრეზიდენტი ეწვევა
15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.