Loading data...
სანიკიძე ოპოზიციას: გიყურებთ და ხოცავთ ერთმანეთს, რა 1000 ლარი? რა პენსიები?

პატარა ოპოზიციური პარტიები ვერ ერთიანდებიან და ისინი ერთმანეთთან კონფლიქტის რეჟიმში არიან გადასული, -  აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე. 

სანიკიძე პარტია „ლელოს“ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს ზოგჯერ მაინც ახსენონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

„ოპოზიციაში ყოფნა არის თავზე რომ გესხმიან, გავიწროებენ და ცილს გწამებენ. აბა ოპოზიცია მეტი რა არის? მით უმეტეს, ნახევრად პოლიტიკურად ველურ ქვეყანაში. აბა რას ელოდით მეგობრებო? ძვირფასო „ლელოელებო“ ხანდახან ახსენეთ სააკაშვილი.  ეს არის ოპოზიციური სოლიდარობა. 

2 დიდი მოძრაობითა და კოალიციით გავიდეთ არჩევნებზე. არ გინდათ ეს „ნაცები“ მიუკარებლები არიან, რაღაცა პოლიტიკური პანდემია შეიძლება გადმოგდონ, მაგრამ თქვენ რატომ ვერ ახერხებთ ვერაფერს? დაანებთ ამ „ნაცებს“ თავი. ამ ქვეყანაში სიბრიყვე არ მიკვირს. გიყურებთ, თქვენ რატომ ვერ ერთიანდებით? გიყურებთ და ხოცავთ ერთმანეთს ეს შუა პარტიები. რა გაქვთ საკამათო? რას არკვევთ? რა 1000 ლარი, რა პენსია, რა ის, რა ესა“, - აღნიშნა სანიკიძემ სატელევიზიო ეთერში.