სამხარაძე პატრიცია გჟებიკზე: ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი, შესაბამისად, აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია
„ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი, შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პოლონელ ექსპერტზე საუბრისას განაცხადა, რომლის დასკვნის საფუძველზეც მომზადდა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში.
როგორც სამხარაძე აცხადებს, დოკუმენტის მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
„სხვათა შორის, იმ CV-ში, რომელიც გამოაგზავნეს პირველად, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო, არ ეწერა, რომ ეს ქალბატონი არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი. ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ, ამ შემთხვევაში წარმოადგენდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია. რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულება ამ დოკუმენტში არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული დოკუმენტი“ - აცხადებს სამხარაძე.