1753903283
პოლიტიკა
სამხარაძე ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე: ეს არის ძალიან უხეში თავდასხმა ქართულ ინსტიტუტებზე

„ეს არის ძალიან უხეში თავდასხმა ქართულ ინსტიტუტებზე“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულად“.
მისი თქმით, წაყენებულ ბრალდებას დამტკიცება სჭირდება.
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთ ბრალდებას წამოუყენებს ნებისმიერ ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტს, კეთილი უნდა ინებონ და ეს ბრალდება უნდა დაამტკიცონ, სხვა შემთხვევაში ბოდიშის მოხდა მოუწევთ“, - აღნიშნა სამხარაძემ.