Loading data...
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.

სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და გახარია „საქართველოსთვის“ აკრძალვას.

სარჩელის ავტორთა განცხადებით, ეს პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.