საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი: ევროკავშირი შეიშალა
საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი დევიდ ლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი შეიშალა.
დევიდ ლი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში არ გაწევრიანება სწორი გადაწყვეტილებაა, ისევე როგორც გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა.
დევიდ ლი განცხადებას ევროკავშირის მხრიდან ბელგიაზე უნგრეთის მსგავსი ზეწოლის კონტექსტში წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი, რომელიც კანონის უზენაესობას ქადაგებს, პოლიტიკურ სანქციებს მიმართავს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც სამართლებრივი ნორმების დაცვას ცდილობენ.
„ევროკავშირში არ გაწევრიანება საქართველოს ისტორიაში ყველაზე სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება იყო. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2016 წელს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც 1971 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არასწორი გადაწყვეტილების შემდეგ იქნა მიღებული. დღეს ევროკავშირი საბოლოოდ შეიშალა. ბელგია ბედავს!
დიახ, ბედავს მოითხოვოს ელემენტარული იურიდიული გარანტიები უკრაინისთვის 210 მილიარდიანი „რეპარაციის სესხის“ დამტკიცებამდე, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით უნდა დაფინანსდეს. ახლა კი დე ვევერს ახალ ორბანს ეძახიან.
ევროკავშირი მუდმივად ქადაგებს „კანონის უზენაესობას“, მაგრამ ახლა ღიად განიხილავს პოლიტიკური სანქციების დაწესებას წევრი სახელმწიფოსთვის, რომლის ერთადერთი მოთხოვნაა... სამართლებრივი ნორმების დაცვა“, - დაწერა ლიმ.
Not joining the EU was the most correct and justified decision in Georgia’s history. The UK getting out of the EU in 2016 was the right decision taken after the 1971 bad decision to join the EU.#Brexit
— David Lee (@david7000lee) December 12, 2025
Today the EU has finally lost its mind. Belgium dares — yes, dares! — to… pic.twitter.com/hZCr6egjIk