Loading data...
„საქართველოში დასაბრუნებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული წესრიგი“ - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე.

პროცესზე ონლაინ ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული წესრიგი უნდა დაბრუნდეს.

„საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი - ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული წესრიგი. სრული არეულობაა, პოლიციამ პრაქტიკულად მიუშვა კრიმინალი საკუთარ მოქალაქეებზე და ქვეყანაზე. პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია კრიმინალებს იყენებს ამ საქმეების შესასრულებლად“, - განაცხადა სააკაშვილმა.